მთავარი

სს ინფოლენდ ჯორჯია – Infoland Georgia არის განსაკუთრებული საკონსულტაციო და სერვის კომპანია, რომელიც  გეო-ინფორმაციული სისტემების მხარდაჭერით (თანამედროვე და მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიწისა და სხვა უძრავი ქონების პროფესიონალურად აზომვას, უფლებების რეგისტრაციის გამარტივებასა და ხელშეწყობას, განსახლების / მიწის გამოსყიდვის მართვას, სამართლებრივ ანალიზსა და ასევე იურიდიულ კონსულტაციებს კლიენტებისთვის.  ინფოლენდ ჯორჯია კონცენტრირებულია მდგრადი და ფასეული შედეგების მიღწევაზე საკუთარი კლიენტებისთვის.   

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვართ სერვის კომპანია  და კლიენტებს ვთავაზობთ როგორც სტანდარტულ ასევე უნიკალურ მომსახურებებს:

გეო-ინფორმაციული მხარდაჭერით მიწისა და სხვა უძრავი ქონების აზომვით სამუშაოებს

საკადასტრო აზომვა • დაკვალვა • ტოპოგრაფიული აზომვა •  შიდა აზომვა • ხაზობრივი ნაგებობების აზომვა 

ჩვენი უნიკალური მომსახურების არსი მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა და რა სჭირდება კლიენტს და შესაბამისად მომსახურების მორგება კლიენტის ინტერესებზე, რაც ხანდახან გულისხმობს უფრო მეტ ძალისხმევას (კომპანიის საკუთარი დამატებითი ფინანსური და ტექნიკური რესურსის ხარჯზე) რომ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს.  ჩვენ ვუზრუნველყოფთ ზუსტ აზომვებს მაღალი სიზუსტის მქონე თანამედროვე ინსტრუმენტების მეშვეობით, დროულად და მხოლოდ სერტიფიცირებული უძრავი ქონების ამგეგმავების (ამზომველების) დახმარებით.

უფლებების რეგისტრაციის ხელშეწყობა და სამართლებრივი ანალიზი

საკუთრების, იჯარის, სერვიტუტის, აღნაგობისა და უზუფრუქტის უფლებების რეგისტრაცია, გამარტივებულად და დროულად • მიწისა და უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი ანალიზი

ჩვენი იურისტების გუნდი უზრუნველყოფს თქვენთვის უპრობლემოდ ყველა საჭირო დოკუმენტაციის იდენტიფიცირებას, მოგროვებასა და წარდგენას შესაბამისი უფლებების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ჩვენ უფროს სამართლებრივ ექსპერტს აქვს 20 წლიანი გამოცდილება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, იგი ჩართული იყო არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ამჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების სისტემა. ჩვენი სამართლებრივი ექპერტი ხშირად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებსა და აძლევს იურიდულ რჩევებს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილი კორპორაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს.

განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის მართვა

მიწის განსახლების ჩარჩო პოლიტიკის / განსახლების გეგმის შემუშავება და განვითარება • მიწის განსახლების განხორციელება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების გამოსყიდვის პროცესების მართვა და მონიტორინგი

ჩვენი განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის ექსპერტების გამოცდილება მოიცავს 16+ წელს, მათ შორის მონაწილეობას საქართველოში მსხვილ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (სუფსა), ყარსი-ბაქო-თბილისის რკინიგზა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რკინიგზის პროექტი, ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, ხუდონის ჰიდრო-ელექტროსადგურის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი).  შესაბამისად, გთავაზობთ ინფოლენდ ჯორჯიას განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას თქვენი საჭიროებებისამებრ.   

 

რითი განვსხვავდებით

 

ინფოლენდ ჯორჯია არის კლიენტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც არ დაზოგავს თავს და დამატებით ძალისხმევას, რომ მიაღწიოს მიზანს კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ პირდაპირები ვართ ჩვენ კლიენტებთან; ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს ჩვენ ხედვას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის ამოცანა და ამას ვაკეთებთ თითქმის გარანტირებული შედეგის უზრუნელყოფით.  თუ გზაზე შეგვხვდება კედელი (გადატანითი მნიშვნელობით, იგულისხმება რაიმე პრობლემა ან წინაღობა) ჩვენ არ გავჩერდებით.  ჩვენ მოვიძიებთ სხვადასხვა გზებს იმისთვის, რომ გადავლახოთ ის, მოვუაროთ ან გადავახტეთ მას, ან თუნდაც მიწისქვეშა გვირაბი გამოვთხაროთ მის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში.  მოკლედ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, რა საკვირველია ეთიკური, კანონიერი ნორმების ფარგლებში და დროულად.

ინფოლენდ ჯორჯია ალბათ ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე (შესაბამის სფეროში), რომელსაც შემუშავებული აქვს ფორმალური ABC (ქრთამისა და კორუპციის საწინააღმდეგო) პოლიტიკა.  ასევე, ინფოლენდ ჯორჯიას აქვს მიღებული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროცედურები და აქვს ძალიან მკაფიო შრომისა და დასაქმების პოლიტიკა.  აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ინფოლენდ ჯორჯიას ჩაუტარდა საერთაშორისო აუდიტი ABC პროცედურებში ბიპის (BP) მიერ და დადებითი შედეგები შთამბეჭდავი იყო თავად ბიპისთვისაც (რომელსაც ყავს ათასობით კონტრაქტორი ფირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით), რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე ხანგრძლივი კლიენტია.  ჩვენ შევიმუვშავეთ და დავნერგეთ შესყიდვების, ეთიკისა და ქცევის კოდექსი სამსახურში.

ინფოლენდ ჯორჯიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ბიდიო (BDO International), რომელიც შედის საერთაშორისო საფინანსო აღრიცხვის მიმწოდებელი ფირმების ტოპ ხუთეულში მსოფლიოს მასშტაბით.  ჩვენ არ გვაქვს ნაღდი ფულის სალარო, რადგან ვიყენებთ უნაღდო ანგარიშსწორების სისტემას და ყველა ფინანსური ტრანზაქცია ხორციელდება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით.  ეს მიდგომა უზრუნველყოფს ნაღდი ფულით ანგარისშწორების ხარჯების აღმოფხვრას, ფულადი სახსრების დაცულობასა და ამცირებს აუდიტისთვის საჭირო დროს.

ინფოლენდ ჯორჯია იყენებს უნიკალური მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას (რომელიც შეიქმნა ექსკლუზიურად ინფოლენდ ჯორჯიას პროგრამისტის მიერ), რომელიც ამარტივებს ყოველდღიურ ოპერაციებს, შიდა და გარე პროცესების მართვას.  ჩვენ გვაქვს ყველაფერი-ერთში მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მენეჯმენტსა და თანამშრომლებს ეფექტურ მუშაობაში.  აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს დროის ბარათების მართვას, შესყიდვების სისტემას, ინვოისების/ზედდებულების გამოწერას, კონტრაქტების დადებას, ინვენტარის მართვას, ფინანსურ ანგარიშგებასა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობისთვის.

ინფოლენდ ჯორჯია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული კომპანიაა და დაარსების დღიდან მხარს უჭერს უქაღალდო ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია იქმნება, ინახება, გენერირდება და მიმოიცვლება ელექტრონულად. 

ჩვენი მისია და ფასეულობები

 

ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ჩვენ კლიენტებსა და დამკვეთებს მიზნების მიღწევაში შეუდარებელი მომსახურების ხარისხის, დროული შესრულებისა და კონკურენტული ფასების მიწოდებით.

ჩვენი ფასეულობები ძალიან პირდაპირია: i. ჩვენ გვჯერა მერიტოკრატიის და ვთავაზობთ ჩვენ თანამშრომლებს შესაბამის ანაზღაურებას და კარიერის განვითარების შესაძლებლობებს; ii.  ჩვენ გვწამს იმის, რომ ის სამუშაო, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენი კლიენტებისთვის, უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის, ხარისხის და დროულად შესრულებული; iii. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით პროგრესისკენ, რათა განვვითარდეთ და რაც შეიძლება უფრო მეტი შევისწავლოთ იმ გამოწვევებით სავსე და საინტერესო სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

კლიენტები

 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და მომსახურების მიწოდებას.  ჩვენი სერვისებით სარგებლობენ, თუმცა ეს ჩამონათვალი არასრულია, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი დაწესებულებები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესები.

 

BP Georgia (ბიპი საქართველო)

BP

ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი ბიპი საქართველოსთან მუშაობს 2002 წლიდან მოყოლებული უმსხვილეს პროექტებზე, რაც დღემდე განხორციელებულა საქართველოში.  ეს პროექტებია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენი (სკმ), სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენის გაფართოვება (სკმგ) და ასევე დასავლეთის მიმართულების ექსპორტის მილსადენი (ე.წ. სუფსა).   ინფოლენდ ჯორჯია უზრუნველყოფს შეუდარებელ მომსახურებას განსახლების, გეოდეზიური აზომვების, მიწის გამოსყიდვისა და უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფით ათასობით მიწის ნაკვეთზე, სადაც ვრცელდება პროექტების საქმიანობა.  ამჟამად, ინფოლენდ ჯორჯია წარმოადგენს ბიპი საქართველოს კომპანიების ექსკლუზიურ კონტრაქტორს მიწის აზომვების, უფლებების რეგისტრაციებისა და მიწის გამოსყიდვის მხარდამჭერ სამუშაოებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Ministry_of_economy

ინფოლენდ ჯორჯია მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად ხორციელდებოდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია.  ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით განხორციელდა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ.

ქ. ქუთაისის მერია

Kutaisi_city_hall

ინფოლენდ ჯორჯიამ მოამზადა საბაზრო ფასების ზონირების გეოინფორმაციული რუკა ქ. ქუთაისის მერიისთვის.  აღნიშნული მომსახურების ამოცანა იყო უძრავი ქონების შემფასებლებისა და გეოინფორმაციული სპეციალისტების ერთობლივი გუნდის თანამონაწილოებით გეოინფორმაციულ საფუძველზე ზონირების რუკის შექმნა უძრავი ქონების ფასებისა და ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფასების ფენებითა და კატეგორიებით, რაც წარმატებით განხორციელდა.

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი

Real_property_evaluation

უძრავი ქონების ამზომველებისთვის ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად ატარებს ლექციებსა და სასერტიფიკაციო ტრეინინგ კურსებს საქართველოს შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

Tbilisi_botanical_garden

ინფოლენდ ჯორჯიამ ჩაატარა აზომვითი სამუშაოები, მოამზადა საკადასტრო გეგმა თბილისი ბოტანიკური ბაღისთვის და უზრუნველყო ათეულობით წერტილის დაკვალვა დამკვეთისთვის.

საქართველოს რკინიგზა და გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი

GRandGeographic

ინფოლენდ ჯორჯია იყო გეოგრაფიკის კონტრაქტორი და ასევე სს საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი და უზრუნველყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მოქცეული კერძო მიწის ნაკვეთების საინვენტარიზაციო და საკადასტრო სამუშაოების წარმოება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება.  კიდევ ერთი ქვეკონტრაქტის ფარგლებში ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო მიწის გამოსყიდვის, ინვენტარიზაციისა და უფლებების რეგისტრაციის მხარდამჭერი საქმიანობების განხორციელება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.

AT Geotech

AT_Geotech

AT Geotech არის აზერბაიჯანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში გეოლოგიურ-საინჯინრო მომსახურებებს მსხივილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.  აღნიშნულმა კომპანიამ დაიქირავა ინფოლენდ ჯორჯია სახელმწიფო მიწაზე ნიადაგის საკვლევი ნიმუშებისთვის ჭაბურღილის ადგილების საიდენტიფიკაციოდ და ადგილზე შესვლის ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.  ინფოლენდ ჯორჯია ასევე დაეხმარა კლიენტს შესაბამისი საკომენსაციო შეთავაზებების მომზადებასა და შეთანხმების გაფორმებაში კერძო მესაკუთრეებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

National_agency_state_property

ინფოლენდ ჯორჯია თანამშრომლობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად განხორციელდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია.  ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ პრივატიზებულია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია

APLR_ENG

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია შეიძლება ითქვას, რომ იყო ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა პროფესიული ინკუბატორი, სადაც მუშაობდნენ ხელმძღვანელი მენეჯერებისა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში, სწავლობდნენ და იღებდნენ გამოცდილებას სხადასხვა საინტერესო და კომპლექსური პროექტების მეშვეობით.  ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად თანამშრომლობს მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციასთან, რაც მოიცავს განსახლებიდან დაწყებული მიწის გამოსყიდვების კონსულტაციებით გაგრძელებული მომსახურების ჩამონათვალს.

დარიალი ენერჯი

Dariali_Energy

ინფოლენდ ჯორჯია ასრულებს მიწის აზომვებთან დაკავშირებულ რეგულარულ დაკვეთებს სს დარიალი ენერჯიდან, რაც მოიცავს საკადასტრო და დაკვალვით სამუშაოებს, რაც ესაჭიროება კომპანიას ყაზბეგის არეალში.

Trans Electrica Georgia

Trans_electrica

ინფოლენდ ჯორჯიას გუნდის მონაწილეობით მომზადდა წინასწარი განსახლების სამოქმედო გეგმა საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ხუდონის ჰიდრო ელექტრო სადგურისთვის (700 მეგავატი სიმძლავრის).

თბილისის მედიათეკების გაერთიანება

mediateque

ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადება თბილისში არსებული მედიათეკის ბიბლიოთეკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საევაკუაციო გეგმის მომზადებას დამკვეთისთვის.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

science_academy_of_georgia

ინფოლენდ ჯორჯიამ აზომა და მოამზადა შიდა აზომვითი ნახაზი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურულად კომპლექსური და დიდი ძირითადი შენობისთვის თბილისში.