რას ვაკეთებთ

ჩვენ ვართ სერვის კომპანია  და კლიენტებს ვთავაზობთ როგორც სტანდარტულ ასევე უნიკალურ მომსახურებებს:

გეო-ინფორმაციული მხარდაჭერით მიწისა და სხვა უძრავი ქონების აზომვით სამუშაოებს

საკადასტრო აზომვა • დაკვალვა • ტოპოგრაფიული აზომვა •  შიდა აზომვა • ხაზობრივი ნაგებობების აზომვა 

ჩვენი უნიკალური მომსახურების არსი მდგომარეობს იმაში, თუ რა უნდა და რა სჭირდება კლიენტს და შესაბამისად მომსახურების მორგება კლიენტის ინტერესებზე, რაც ხანდახან გულისხმობს უფრო მეტ ძალისხმევას (კომპანიის საკუთარი დამატებითი ფინანსური და ტექნიკური რესურსის ხარჯზე) რომ მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს.  ჩვენ ვუზრუნველყოფთ ზუსტ აზომვებს მაღალი სიზუსტის მქონე თანამედროვე ინსტრუმენტების მეშვეობით, დროულად და მხოლოდ სერტიფიცირებული უძრავი ქონების ამგეგმავების (ამზომველების) დახმარებით.

უფლებების რეგისტრაციის ხელშეწყობა და სამართლებრივი ანალიზი

საკუთრების, იჯარის, სერვიტუტის, აღნაგობისა და უზუფრუქტის უფლებების რეგისტრაცია, გამარტივებულად და დროულად • მიწისა და უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი ანალიზი

ჩვენი იურისტების გუნდი უზრუნველყოფს თქვენთვის უპრობლემოდ ყველა საჭირო დოკუმენტაციის იდენტიფიცირებას, მოგროვებასა და წარდგენას შესაბამისი უფლებების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ჩვენ უფროს სამართლებრივ ექსპერტს აქვს 20 წლიანი გამოცდილება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, იგი ჩართული იყო არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ამჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების სისტემა. ჩვენი სამართლებრივი ექსპერტი ხშირად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებსა და აძლევს იურიდულ რჩევებს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილი კორპორაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს.

განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის მართვა

მიწის განსახლების ჩარჩო პოლიტიკის / განსახლების გეგმის შემუშავება და განვითარება • მიწის განსახლების განხორციელება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების გამოსყიდვის პროცესების მართვა და მონიტორინგი

ჩვენი განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის ექსპერტების გამოცდილება მოიცავს 16+ წელს, მათ შორის მონაწილეობას საქართველოში მსხვილ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (სუფსა), ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რკინიგზის პროექტი, ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, ხუდონის ჰიდრო-ელექტროსადგურის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი).  შესაბამისად, გთავაზობთ ინფოლენდ ჯორჯიას განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას თქვენი საჭიროებებისამებრ.