კლიენტები

 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და მომსახურების მიწოდებას.  ჩვენი სერვისებით სარგებლობენ, თუმცა ეს ჩამონათვალი არასრულია, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი დაწესებულებები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესები.

 

BP Georgia (ბიპი საქართველო)

BP

ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი ბიპი საქართველოსთან მუშაობს 2002 წლიდან მოყოლებული უმსხვილეს პროექტებზე, რაც დღემდე განხორციელებულა საქართველოში.  ეს პროექტებია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენი (სკმ), სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენის გაფართოვება (სკმგ) და ასევე დასავლეთის მიმართულების ექსპორტის მილსადენი (ე.წ. სუფსა).   ინფოლენდ ჯორჯია უზრუნველყოფს შეუდარებელ მომსახურებას განსახლების, გეოდეზიური აზომვების, მიწის გამოსყიდვისა და უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფით ათასობით მიწის ნაკვეთზე, სადაც ვრცელდება პროექტების საქმიანობა.  ამჟამად, ინფოლენდ ჯორჯია წარმოადგენს ბიპი საქართველოს კომპანიების ექსკლუზიურ კონტრაქტორს მიწის აზომვების, უფლებების რეგისტრაციებისა და მიწის გამოსყიდვის მხარდამჭერ სამუშაოებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Ministry_of_economy

ინფოლენდ ჯორჯია მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად ხორციელდებოდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია.  ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით განხორციელდა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ.

ქ. ქუთაისის მერია

Kutaisi_city_hall

ინფოლენდ ჯორჯიამ მოამზადა საბაზრო ფასების ზონირების გეოინფორმაციული რუკა ქ. ქუთაისის მერიისთვის.  აღნიშნული მომსახურების ამოცანა იყო უძრავი ქონების შემფასებლებისა და გეოინფორმაციული სპეციალისტების ერთობლივი გუნდის თანამონაწილოებით გეოინფორმაციულ საფუძველზე ზონირების რუკის შექმნა უძრავი ქონების ფასებისა და ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფასების ფენებითა და კატეგორიებით, რაც წარმატებით განხორციელდა.

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი

Real_property_evaluation

უძრავი ქონების ამზომველებისთვის ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად ატარებს ლექციებსა და სასერტიფიკაციო ტრეინინგ კურსებს საქართველოს შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

Tbilisi_botanical_garden

ინფოლენდ ჯორჯიამ ჩაატარა აზომვითი სამუშაოები, მოამზადა საკადასტრო გეგმა თბილისი ბოტანიკური ბაღისთვის და უზრუნველყო ათეულობით წერტილის დაკვალვა დამკვეთისთვის.

საქართველოს რკინიგზა და გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი

GRandGeographic

ინფოლენდ ჯორჯია იყო გეოგრაფიკის კონტრაქტორი და ასევე სს საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი და უზრუნველყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მოქცეული კერძო მიწის ნაკვეთების საინვენტარიზაციო და საკადასტრო სამუშაოების წარმოება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება.  კიდევ ერთი ქვეკონტრაქტის ფარგლებში ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო მიწის გამოსყიდვის, ინვენტარიზაციისა და უფლებების რეგისტრაციის მხარდამჭერი საქმიანობების განხორციელება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.

AT Geotech

AT_Geotech

AT Geotech არის აზერბაიჯანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში გეოლოგიურ-საინჯინრო მომსახურებებს მსხივილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.  აღნიშნულმა კომპანიამ დაიქირავა ინფოლენდ ჯორჯია სახელმწიფო მიწაზე ნიადაგის საკვლევი ნიმუშებისთვის ჭაბურღილის ადგილების საიდენტიფიკაციოდ და ადგილზე შესვლის ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.  ინფოლენდ ჯორჯია ასევე დაეხმარა კლიენტს შესაბამისი საკომენსაციო შეთავაზებების მომზადებასა და შეთანხმების გაფორმებაში კერძო მესაკუთრეებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

National_agency_state_property

ინფოლენდ ჯორჯია თანამშრომლობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად განხორციელდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია.  ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ პრივატიზებულია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია

APLR_ENG

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია შეიძლება ითქვას, რომ იყო ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა პროფესიული ინკუბატორი, სადაც მუშაობდნენ ხელმძღვანელი მენეჯერებისა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში, სწავლობდნენ და იღებდნენ გამოცდილებას სხადასხვა საინტერესო და კომპლექსური პროექტების მეშვეობით.  ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად თანამშრომლობს მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციასთან, რაც მოიცავს განსახლებიდან დაწყებული მიწის გამოსყიდვების კონსულტაციებით გაგრძელებული მომსახურების ჩამონათვალს.

დარიალი ენერჯი

Dariali_Energy

ინფოლენდ ჯორჯია ასრულებს მიწის აზომვებთან დაკავშირებულ რეგულარულ დაკვეთებს სს დარიალი ენერჯიდან, რაც მოიცავს საკადასტრო და დაკვალვით სამუშაოებს, რაც ესაჭიროება კომპანიას ყაზბეგის არეალში.

Trans Electrica Georgia

Trans_electrica

ინფოლენდ ჯორჯიას გუნდის მონაწილეობით მომზადდა წინასწარი განსახლების სამოქმედო გეგმა საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ხუდონის ჰიდრო ელექტრო სადგურისთვის (700 მეგავატი სიმძლავრის).

თბილისის მედიათეკების გაერთიანება

mediateque

ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადება თბილისში არსებული მედიათეკის ბიბლიოთეკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საევაკუაციო გეგმის მომზადებას დამკვეთისთვის.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

science_academy_of_georgia

ინფოლენდ ჯორჯიამ აზომა და მოამზადა შიდა აზომვითი ნახაზი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურულად კომპლექსური და დიდი ძირითადი შენობისთვის თბილისში.