სს ინფოლენდ ჯორჯია – Infoland Georgia არის გამორჩეული საკონსულტაციო და სერვის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიწისა და სხვა უძრავი ქონების გეოდეზიურ და ტოპოგრაფიულ აზომვებს (თანამედროვე და მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ინსტრუმენტების და პროფესიონალი ამგეგმავების დახმარებით), უფლებების რეგისტრაციის გამარტივებასა და ხელშეწყობას, განსახლების / მიწის გამოსყიდვის მართვას, სამართლებრივ ანალიზს და იურიდიულ კონსულტაციებს კლიენტებისთვის. აგრეთვე, ინფოლენდ ჯორჯია არის Kolida GNSS პროდუქციისა და აქსესუარების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ინფოლენდ ჯორჯია კონცენტრირებულია მდგრადი და ფასეული შედეგების უზრუნველყოფაზე საკუთარი კლიენტებისთვის.
ჩვენი მისია და ფასეულობები
ჩვენ მისიაა დავეხმაროთ ჩვენ კლიენტებს და დამკვეთებს მათ მიზნების მიღწევაში შეუდარებელი მომსახურების ხარისხის, დროული შესრულებისა და კონკურენტული ფასების უზრუნველყოფით.
ჩვენი ფასეულობები ძალიან პირდაპირია: i. ჩვენ გვჯერა მერიტოკრატიის და ვთავაზობთ ჩვენ თანამშრომლებს შესაბამის ანაზღაურებას და კარიერის განვითარების შესაძლებლობებს; ii. ჩვენ გვწამს იმის, რომ ის სამუშაო, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენი კლიენტებისთვის უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის, ხარისხის და დროულად შესრულებული; iii. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით პროგრესისკენ, რათა განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტი შევისწავლოთ ამ გამოწვევებით სავსე და საინტერესო სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ.
რითი განვსხვავდებით
ინფოლენდ ჯორჯია არის კლიენტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც არ დაზოგავს თავს და დამატებით ძალისხმევას, რომ მიაღწიოს მიზანს კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ პირდაპირები ვართ ჩვენ კლიენტებთან; ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს ჩვენ ხედვას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის ამოცანა და ამას ვაკეთებთ თითქმის გარანტირებული შედეგის უზრუნელყოფით. თუ გზაზე შეგვხვდება კედელი (გადატანითი მნიშვნელობით, იგულისხმება რაიმე პრობლემა ან წინაღობა) ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ მოვიძიებთ სხვადასხვა გზებს იმისთვის, რომ გადავლახოთ ის, მოვუაროთ ან გადავახტეთ მას, ან თუნდაც მიწისქვეშა გვირაბი გამოვთხაროთ მის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში. მოკლედ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, რა საკვირველია ეთიკური, კანონიერი ნორმების ფარგლებში და დროულად.
ინფოლენდ ჯორჯია ალბათ ერთადერთი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე (შესაბამის სფეროში), რომელსაც შემუშავებული აქვს ფორმალური ABC (ქრთამისა და კორუპციის საწინააღმდეგო) პოლიტიკა. ასევე, ინფოლენდ ჯორჯიას აქვს მიღებული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროცედურები და აქვს ძალიან მკაფიო შრომისა და დასაქმების პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ინფოლენდ ჯორჯიას ჩაუტარდა საერთაშორისო აუდიტი ABC პროცედურებში ბიპის (BP) მიერ და დადებითი შედეგები შთამბეჭდავი იყო თავად ბიპისთვისაც (რომელსაც ყავს ათასობით კონტრაქტორი ფირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით), რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე ხანგრძლივი კლიენტია. ჩვენ შევიმუვშავეთ და დავნერგეთ შესყიდვების, ეთიკისა და ქცევის კოდექსი სამსახურში.
ინფოლენდ ჯორჯიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს ბიდიო (BDO International), რომელიც შედის საერთაშორისო საფინანსო აღრიცხვის მიმწოდებელი ფირმების ტოპ ხუთეულში მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ არ გვაქვს ნაღდი ფულის სალარო, რადგან ვიყენებთ უნაღდო ანგარიშსწორების სისტემას და ყველა ფინანსური ტრანზაქცია ხორციელდება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ნაღდი ფულით ანგარისშწორების ხარჯების აღმოფხვრას, ფულადი სახსრების დაცულობასა და ამცირებს აუდიტისთვის საჭირო დროს.
ინფოლენდ ჯორჯია იყენებს უნიკალური მართვის საინფორმაციო სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას (რომელიც შეიქმნა ექსკლუზიურად ინფოლენდ ჯორჯიას პროგრამისტის მიერ), რომელიც ამარტივებს ყოველდღიურ ოპერაციებს, შიდა და გარე პროცესების მართვას. ჩვენ გვაქვს ყველაფერი-ერთში მართვის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მენეჯმენტსა და თანამშრომლებს ეფექტურ მუშაობაში. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს დროის ბარათების მართვას, შესყიდვების სისტემას, ინვოისების/ზედდებულების გამოწერას, კონტრაქტების დადებას, ინვენტარის მართვას, ფინანსურ ანგარიშგებასა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ინფოლენდ ჯორჯია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული კომპანიაა და დაარსების დღიდან მხარს უჭერს უქაღალდო ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია იქმნება, ინახება, გენერირდება და მიმოიცვლება ელექტრონულად.
ჩვენი კლიენტები
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და მომსახურების მიწოდებას. ჩვენი სერვისებით სარგებლობენ, თუმცა ეს ჩამონათვალი არასრულია, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი დაწესებულებები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესები.
BP Georgia (ბიპი საქართველო)
ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი ბიპი საქართველოსთან მუშაობს 2002 წლიდან მოყოლებული უმსხვილეს პროექტებზე, რაც დღემდე განხორციელებულა საქართველოში. ეს პროექტებია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენი (სკმ), სამხრეთ კავკასიის (შაჰ დენიზი) გაზის მილსადენის გაფართოვება (სკმგ) და ასევე დასავლეთის მიმართულების ექსპორტის მილსადენი (ე.წ. სუფსა). ინფოლენდ ჯორჯია უზრუნველყოფს შეუდარებელ მომსახურებას განსახლების, გეოდეზიური აზომვების, მიწის გამოსყიდვისა და უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფით ათასობით მიწის ნაკვეთზე, სადაც ვრცელდება პროექტების საქმიანობა. ამჟამად, ინფოლენდ ჯორჯია წარმოადგენს ბიპი საქართველოს კომპანიების ექსკლუზიურ კონტრაქტორს მიწის აზომვების, უფლებების რეგისტრაციებისა და მიწის გამოსყიდვის მხარდამჭერ სამუშაოებში.
◊
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინფოლენდ ჯორჯია მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად ხორციელდებოდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია. ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით განხორციელდა ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ.
◊
ქ. ქუთაისის მერია
ინფოლენდ ჯორჯიამ მოამზადა საბაზრო ფასების ზონირების გეოინფორმაციული რუკა ქ. ქუთაისის მერიისთვის. აღნიშნული მომსახურების ამოცანა იყო უძრავი ქონების შემფასებლებისა და გეოინფორმაციული სპეციალისტების ერთობლივი გუნდის თანამონაწილოებით გეოინფორმაციულ საფუძველზე ზონირების რუკის შექმნა უძრავი ქონების ფასებისა და ბაზრის კვლევის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფასების ფენებითა და კატეგორიებით, რაც წარმატებით განხორციელდა.
◊
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
უძრავი ქონების ამზომველებისთვის ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად ატარებს ლექციებსა და სასერტიფიკაციო ტრეინინგ კურსებს საქართველოს შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში.
◊
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
ინფოლენდ ჯორჯიამ ჩაატარა აზომვითი სამუშაოები, მოამზადა საკადასტრო გეგმა თბილისი ბოტანიკური ბაღისთვის და უზრუნველყო ათეულობით წერტილის დაკვალვა დამკვეთისთვის.
◊
საქართველოს რკინიგზა და გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი
ინფოლენდ ჯორჯია იყო გეოგრაფიკის კონტრაქტორი და ასევე სს საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი და უზრუნველყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მოქცეული კერძო მიწის ნაკვეთების საინვენტარიზაციო და საკადასტრო სამუშაოების წარმოება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება. კიდევ ერთი ქვეკონტრაქტის ფარგლებში ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო მიწის გამოსყიდვის, ინვენტარიზაციისა და უფლებების რეგისტრაციის მხარდამჭერი საქმიანობების განხორციელება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.
◊
AT Geotech
AT Geotech არის აზერბაიჯანში დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში გეოლოგიურ-საინჯინრო მომსახურებებს მსხივილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აღნიშნულმა კომპანიამ დაიქირავა ინფოლენდ ჯორჯია სახელმწიფო მიწაზე ნიადაგის საკვლევი ნიმუშებისთვის ჭაბურღილის ადგილების საიდენტიფიკაციოდ და ადგილზე შესვლის ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან. ინფოლენდ ჯორჯია ასევე დაეხმარა კლიენტს შესაბამისი საკომენსაციო შეთავაზებების მომზადებასა და შეთანხმების გაფორმებაში კერძო მესაკუთრეებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
◊
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
ინფოლენდ ჯორჯია თანამშრომლობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან საბროკერო მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გამარტივებულად განხორციელდა კერძო მესაკუთრეების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია. ინფოლენდ ჯორჯიას დახმარების მეშვეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორის მიერ პრივატიზებულია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
◊
მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია
მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია შეიძლება ითქვას, რომ იყო ინფოლენდ ჯორჯიას თანამშრომელთა პროფესიული ინკუბატორი, სადაც მუშაობდნენ ხელმძღვანელი მენეჯერებისა და თანამშრომლების ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში, სწავლობდნენ და იღებდნენ გამოცდილებას სხადასხვა საინტერესო და კომპლექსური პროექტების მეშვეობით. ინფოლენდ ჯორჯია რეგულარულად თანამშრომლობს მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციასთან, რაც მოიცავს განსახლებიდან დაწყებული მიწის გამოსყიდვების კონსულტაციებით გაგრძელებული მომსახურების ჩამონათვალს.
◊
დარიალი ენერჯი
ინფოლენდ ჯორჯია ასრულებს მიწის აზომვებთან დაკავშირებულ რეგულარულ დაკვეთებს სს დარიალი ენერჯიდან, რაც მოიცავს საკადასტრო და დაკვალვით სამუშაოებს, რაც ესაჭიროება კომპანიას ყაზბეგის არეალში.
◊
Trans Electrica Georgia
ინფოლენდ ჯორჯიას გუნდის მონაწილეობით მომზადდა წინასწარი განსახლების სამოქმედო გეგმა საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ხუდონის ჰიდრო ელექტრო სადგურისთვის (700 მეგავატი სიმძლავრის).
◊
თბილისის მედიათეკების გაერთიანება
ინფოლენდ ჯორჯიამ უზრუნველყო შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადება თბილისში არსებული მედიათეკის ბიბლიოთეკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საევაკუაციო გეგმის მომზადებას დამკვეთისთვის.
◊
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ინფოლენდ ჯორჯიამ აზომა და მოამზადა შიდა აზომვითი ნახაზი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქიტექტურულად კომპლექსური და დიდი ძირითადი შენობისთვის თბილისში.