Kolida Elite K9 Mini არის პრემიუმ კლასის გეოდეზიური GNSS ინსტრუმენტი, რომელიც თავაზობს მრავალ საინტერესო ტექნიკურ მახასიათებელს სფეროს პროფესიონალებს. ინფოლენდ ჯორჯია, როგორც Kolida-ს GNSS მიმღებების (მომუშავე Trimble Maxwell 6 პროცესორზე) ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, გთავაზობთ კონკურენტულ ფასებს წარმოდგენილ გეოდეზიურ ინსტრუმენტებზე. შეგიძლიათ მოითხოვოთ დემო (სადემონსტრაციო ჩვენება) ინფოლენდ ჯორჯიას ოფისში ან რიგ შემთხვევებში შესაძლებელია გასვლითი საველე დემოების ორგანიზება. GNSS ინსტრუმენტის შეძენის შემთხვევაში გექნებათ წვდომა პროდუქტის სახელმძღვანელოებთან ინგლისურ და რუსულ ენებზე, მომხმარებელზე მორგებულ ვიდეო გაკვეთილებზე ქართულად და ერთ წლიან გარანტიასა და უფასო მომსახურებაზე ინფოლენდ ჯორჯიას გუნდისგან.
მოითხოვეთ დემო | მოითხოვეთ ფასი |
მოწინავე GNSS პოზიციონირების ტექნოლოგიით აღჭურვილი K9 Mini მოგცემთ შესანიშნავი სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
ულტრა მძლავრი GNSS მიმღების მოდულის მეშვეობით K9 Mini-ს შეუძლია GPS, GLONASS, BEIDOU, GALILEO, SBAS სისტემების სიგნალების მიღება და გადამუშავება. ასეთი მრავალფუნქციური თავსებადობით სატელიტური სიგნალის მიღების შესაძლებლობით, სიგნალის მიღების სიჩქარე ბევრად გაუმჯობესებულია, მოლოდინის დრო შემცირებულია და პოზიციონირების სიზუსტე (RTK) არის 8 მმ+1ppm ჰორიზონტალურად და 15 მმ+ 1ppm ვერტიკალურად.
ძირითადი მახასიათებლები
მცირე წონა K9 Mini-ს მთლიანი მოცულობა და წონა მხოლოდ 1,02 ლ. და 1 კილოგრამია. ეს მსუბუქი დიზაინი დიდწილად ამცირებს ამზომველების სამუშაოს ინტენსივობას და ზრდის პროდუქტიულობას. |
|
მოსახერხებელია ყველა სახის სამუშაოსთვის K9 Mini-ს შეუძლია იმუშაოს როგორც საბაზისო სადგურმა, როვერმა და სტატიკურმა მიმღებმა. მას შეუძლია რადიო ან CORS-ის სიგნალით მუშაობა. ის იდეალურია სამშენებლო აზომვითი სამუშაოებისთვის, როგორიცაა მონაცემთა შეგროვება, დაკვალვა და გზის დიზაინი. ჩაშენებული ტრანზიტული რადიო თავსებადია სხვა ბრენდების პროტოკოლებთან. |
|
მომხმარებელზე მორგებული K9 Mini ამზომველებს სთავაზობს მარტივ და მომხმარებელზე მორგებულ სამუშაო პროცესს. მომხმარებელს შეუძლია Windows-ის მობილური ან ანდროიდის აპლიკაციის არჩევა სამუშაოს დასაწყებად. ინსტრუმენტს შეუძლია მართოს მომხმარებლის საქმიანობა ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით. |
|
ხარისხის გარანტია K9 Mini-ს ჭკვიანი და ღია პლატფორმა საშუალებას აძლევს სისტემას იმუშაოს ტრადიციულ მიმღებებზე უფრო ეფექტურად და სტაბილურად. 2016 წელს მისი გამოშვებიდან დღემდე გაყიდულია 5000 ერთეულზე მეტი მიმღები. |
სხვა სპეციფიკაცია
K9 Mini | |
GNSS აზომვა | რეალურ დროში (RTK/VRS) და სტატიკური რეჟიმით პოსტპროცესინგის შესაძლებლობა |
მონაცემთა მიმოცვლის ტექნოლოგია | Trimble Maxwell 6 |
GNSS მიმღების ძირითადი მოდული | Trimble BD970 (OEM) |
არხების რაოდენობა | 220 |
აზომვის ტიპები | Fixed/Float – ფიქსირებული/მოტივტივე |
სუპერ RTK ტექნოლოგია | X |
UHF რადიო | მიღება & გაგზავნა 0.5/2 W |
რადიოს სამუშაო დიაპაზონი | 5 კილომეტრამდე |
ჭკვიანი საოპერაციო სისტემა | X |
ვებ–ინტერფეისი | X |
WiFi | X |
მეხსიერება | 4 GB |
OTG ფუქნცია | X |
დახრით აზომვა | X |
ელექტრო თარაზო | X |
ხმოვანი სახელმძღვანელო | ✓ |
შეზღუდული | |
Bluetooth | 4.0+2.1 |
მობილური კავშირი | ✓ |
GPS | ✓ |
GLONASS | ✓ |
GALILEO | ✓ |
BeiDou | ✓ |
SBAS | ✓ |
ელემენტი – ერთი, ამოღებადი 3400 mAh (5-8 საათი) | ✓ |
დამატებითი დატენვის საშუალება | X |
საველე პროგრამული უზრუნველყოფა: EGStar (Windows Mobile, Android); GIStar (Android); FieldGenius (Windows mobile, Win 7-10) | ✓ |
სმარტფონთან მუშაობის საშუალება | ✓ |