უფლებების რეგისტრაციის ხელშეწყობა და სამართლებრივი ანალიზი
საკუთრების, იჯარის, სერვიტუტის, აღნაგობისა და უზუფრუქტის უფლებების რეგისტრაცია, გამარტივებულად და დროულად • მიწისა და უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი ანალიზი
ჩვენი იურისტების გუნდი უზრუნველყოფს თქვენთვის უპრობლემოდ ყველა საჭირო დოკუმენტაციის იდენტიფიცირებას, მოგროვებასა და წარდგენას შესაბამისი უფლებების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ჩვენ უფროს სამართლებრივ ექსპერტს აქვს 20 წლიანი გამოცდილება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, იგი ჩართული იყო არაერთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ამჟამინდელი სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების სისტემა. ჩვენი სამართლებრივი ექსპერტი ხშირად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებსა და აძლევს იურიდულ რჩევებს მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსხვილი კორპორაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს.