განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის მართვა
მიწის განსახლების ჩარჩო პოლიტიკის / განსახლების გეგმის შემუშავება და განვითარება • მიწის განსახლების განხორციელება და მიწისა და სხვა უძრავი ქონების გამოსყიდვის პროცესების მართვა და მონიტორინგი
ჩვენი განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის ექსპერტების გამოცდილება მოიცავს 16+ წელს, მათ შორის მონაწილეობას საქართველოში მსხვილ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი (სუფსა), ყარსი-ბაქო-თბილისის რკინიგზა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და რკინიგზის პროექტი, ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, ხუდონის ჰიდრო-ელექტროსადგურის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი). შესაბამისად, გთავაზობთ ინფოლენდ ჯორჯიას განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას თქვენი საჭიროებებისამებრ.