ინფოლენდ ჯორჯიამ მონაწილეობა მიიღო InterGEO 2018-ში, რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ამა წლის 16-18 ოქტომბერს. InterGEO არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია და გეოდეზიური და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოფენა. წლევანდელ გამოფენაზე საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია (გეოინფორმაციული პროგრამული უზრუნველყოფა, GNSS მიმღებები, გეოდეზიური ინსტრუმენტები და აქსესუარები, ტოპო და გეოდეზიური აზომვების დრონები, უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ.), შეხვედრები გაგვემართა და ახალი კონტაქტები დაგვემყარებინა ჩვენ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. InterGEO 2018-ში მონაწილეობას იღებდა ასევე GNSS მიმღებების და ელექტრონული ტაქეომეტრების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია KOLIDA, რომლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის ინფოლენდ ჯორჯია.