InterGEO 2019

    

ინფოლენდ ჯორჯიამ მონაწილეობა მიიღო InterGEO 2019-ში, რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ამა წლის 17-19 სექტემბერს.  InterGEO არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია და გეოდეზიური და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოფენა.  წლევანდელ გამოფენაზე გავეცანით სიახლეებს სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ პროდუქციასთან დაკავშირებით (GNSS მიმღებები, გეოდეზიური ინსტრუმენტები და აქსესუარები, ტოპო და გეოდეზიური აზომვებისთვის გამოყენებადი კოპტერები, დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები).  შეხვედრები გავმართეთ და ახალი კონტაქტები დავამყარეთ ჩვენ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, კანადიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.  InterGEO 2019-ში მონაწილეობას იღებდა ასევე GNSS მიმღებების და ელექტრონული ტაქეომეტრების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია KOLIDA, რომლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის ინფოლენდ ჯორჯია.

InterGEO 2018

ინფოლენდ ჯორჯიამ მონაწილეობა მიიღო InterGEO 2018-ში, რომელიც ჩატარდა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ამა წლის 16-18 ოქტომბერს.  InterGEO არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია და გეოდეზიური და გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოფენა.  წლევანდელ გამოფენაზე საშუალება გვქონდა დაგვეთვალიერებინა  სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქცია (გეოინფორმაციული პროგრამული უზრუნველყოფა, GNSS მიმღებები, გეოდეზიური ინსტრუმენტები და აქსესუარები, ტოპო და გეოდეზიური აზომვების დრონები, უპილოტო საფრენი აპარატები და ა.შ.), შეხვედრები გაგვემართა და ახალი კონტაქტები დაგვემყარებინა ჩვენ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  InterGEO 2018-ში მონაწილეობას იღებდა ასევე GNSS მიმღებების და ელექტრონული ტაქეომეტრების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია KOLIDA, რომლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის ინფოლენდ ჯორჯია.

ახალი ოფისი

გაცნობებთ, რომ სს ინფოლენდ ჯორჯია – Infoland Georgia გადავიდა ახალ ოფისში, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩა #14, მე-8 სართული, საფოსტო ინდექსი 0186.

Kolida-ს გუნდის ვიზიტი საქართველოში

ინფოლენდ ჯორჯიას 30 მარტიდან 4 აპრილამდე სტუმრობდა GNSS მიმღებების მწარმოებელი კომპანია Kolida-ს მარკეტინგის მენეჯერი, ჟენჯიუ ლიუ და ინჟინერი, ჯიე ლიუ.  Kolida-ს წარმომადგენლებმა ინფოლენდ ჯორჯიას გუნდს ჩაუტარეს ახალი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაციები და პრაქტიკული საოფისე და საველე სწავლება.    უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს კომპანია Kolida საქართველოში შემოიტანს GNSS მიმღებების დამატებით 3 ახალ მოდელს და ასევე გეოინფორმაციულ შემგროვებლებს, ე.წ. ხელის ჯიპიესებს.  ასევე, სასიხარულოა ის სიახლე, რომ ივნისიდან, გარდა არსებული 1-წლიანი საგარანტიო პოლისისა, რომელიც პროდუქციის უფასო მომსახურებას და ქარხნული წუნის გამოსწორებას მოიცავს, შესაძლებელი იქნება საგარანტიო ვადის გაზრდა 3 წლამდე.