Kolida-ს გუნდის ვიზიტი საქართველოში

 

 

ინფოლენდ ჯორჯიას 30 მარტიდან 4 აპრილამდე სტუმრობდა GNSS მიმღებების მწარმოებელი კომპანია Kolida-ს მარკეტინგის მენეჯერი, ჟენჯიუ ლიუ და ინჟინერი, ჯიე ლიუ.  Kolida-ს წარმომადგენლებმა ინფოლენდ ჯორჯიას გუნდს ჩაუტარეს ახალი ინსტრუმენტებისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაციები და პრაქტიკული საოფისე და საველე სწავლება.    უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს კომპანია Kolida საქართველოში შემოიტანს GNSS მიმღებების დამატებით 3 ახალ მოდელს და ასევე გეოინფორმაციულ შემგროვებლებს, ე.წ. ხელის ჯიპიესებს.  ასევე, სასიხარულოა ის სიახლე, რომ ამიერიდან, გარდა არსებული 1-წლიანი საგარანტიო პოლისისა, რომელიც პროდუქციის უფასო მომსახურებას და ქარხნული წუნის გამოსწორებას მოიცავს, შესაძლებელი იქნება საგარანტიო ვადის გაზრდა 5 წლამდე.

Leave a Reply